სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ტავუშის ოლქის მოსახლეობის ევაკუაციისთვის მზადყოფნის განკარგულება გასცა
სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ტავუშის ოლქის მოსახლეობის ევაკუაციისთვის მზადყოფნის განკარგულება გასცა

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ აუცილებლობის შემთხვევაში ტავუშის ოლქის მოსახლეობის ევაკუაციისთვის მზადყოფნის განკარგულება გასცა.

როგორც სომხური სააგენტო „პანორამა ამი“ წერს, სომხეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა, ფელიქს წოლოკიანმა სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელობასთან თათბირი გამართა და აუცილებლობის შემთხვევაში, მოსახლეობის თავშესაფარში განთავსებასა და ევაკუაციასთან დაკავშირებული სამუშაოებისთვის მომზადების განკარგულება გასცა.

სომხეთის ტავუშის ოლქი საზღვრის პირას მდებარეობს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე ვითარება 12 ივლისს დაიძაბა.