სომხეთის პრემიერ- მინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანი ხელმეორედ წარადგინეს
სომხეთის პრემიერ- მინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანი ხელმეორედ წარადგინეს. ფაშინიანი სომხეთის საკანონმდებლო ორგანში სიტყვით გამოდის. დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები კიდევ ერთხელ შეეხებიან ოპოზიციონერის პრემიერ-მინისტრად არჩევას.
გასულ კვირას ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, თუმცა მას შემდეგ მმართველმა პარტიამ პოზიცია შეცვალა. „რესპუბლიკურ პარტიაში“ განაცხადეს, რომ დღეს, 8 მაისს სომხეთს ახალი პრემიერ- მინისტრი ეყოლება. ოპოზიციონერი ნიკოლ ფაშინიანი ერთადერთია, ვინც ამ თანამდებობაზეა წარდგენილი.
როგორც სომხური მედია წერს, სავარაუდოდ ფაშინიანს მმართველ გუნდში მყოფი ბიზნესმენები და ეთნიკური უმცირესობების წევრები მისცემენ ხმას. ჟურნალისტების ცნობით, მმართველი გუნდისგან ფაშინიანი 12 ხმას მიიღებს, რაც პრემიერ-მინისტრად ასარჩევად საკმარისია.
პარლამენტში მიმდინარე სხდომის პარალელურად, რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერია შეკრებილი. ისინი დიდ ეკრანზე ადვნებენ თვალს სხდომის მიმდინარეობას.