სომხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები დანიშნა
სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები დანიშნა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დანიშვნა პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით მოხდა. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, აღნიშნულ თანამდებობას, ვიგენ სარგსიანი დაიკავებს.
17 აპრილს, სომხეთის პარლამენტმა, ექსპრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩია.