სომხეთის პრეზიდენტი - დიალოგისა და მოლაპარაკების გზით ყველა პრობლემის გადაჭრა შეგვიძლია
სომხეთის პრეზიდენტი - დიალოგისა და მოლაპარაკების გზით ყველა პრობლემის გადაჭრა შეგვიძლია

დიალოგისა და მოლაპარაკების გზით ყველა პრობლემის გადაჭრა შეგვიძლია, – ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა.

„ეს ჩემი მოწოდებაა და არავის შეეპაროს ეჭვი, რომ ეს პრობლემა ჩვენ ერთობლივად უნდა მოვაგვაროთ. ცხოვრება გრძელდება და ჩვენ უნდა დავიცვათ ღირებულებები“, – განაცხადა არმენ სარგსიანმა.

როგორც სარგსიანმა განაცხადა, პრეზიდენტის უფლაბამოსილების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს, რომ სიტუაცია გამოსწორდეს.

„როგორც უკვე აღვნიშნე, გამოსავალი მხოლოდ დიალოგშია“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

საპროტესტო აქცია ერევნის რამდენიმე უბანში ერთდროულად მიმდინარეობს.

ლიდერის გარეშე დარჩენილი დემონსტრანტები ნიკოლ ფაშინიანის გათავისუფლებასა და სერჟ სარგსიანის გადადგომას ითხოვენ.

ოპოზიციონერი აქტივისტის რუბენ რუბიანის ინფორმაციით, გუშინ სომხეთის დედაქალაქის ქუჩებში სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით 160 ათასი ადამიანი იყო გამოსული.