სომხეთის პრეზიდენტი ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
სომხეთის პრეზიდენტი ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა სამძიმარი ქალაქ ბათუმში შენობის ჩამონგრევის გამო, რასაც მსხვერპლი და ადამიანთა დაშავება მოჰყვა. მიიღეთ ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა და თანადგომა დაღუპულთა ოჯახებისადმი. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – ნათქვამია არმენ სარქისიანის მიერ „ტვიტერის“ საშუალებით გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.