სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

სომეხი კოლეგა, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ გააცილა.

ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართველ კოლეგა გიორგი გახარიას, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.