სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დსთ-ის სამიტზე არ ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილი გახდა, ნიკოლ ფაშინიანმა უკვე შეატყობინა ყირგიზეთის პრეზიდენტს, სადირ ჯაფაროვს, რომ ის არ გაემგზავრება ბიშკეკში 13 ოქტომბერს დაგეგმილ დსთ-ის სამიტზე.
მანამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დსთ-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომას სომხეთის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაესწრება.