სომხეთის პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდნენ
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდნენ. რუსეთში სომხეთის ელჩის, ვარდან ტოგანიანის განცხადებით, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან შეხვედრაზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ისაუბრებს.
პარალელურად, რუსეთში აზერბაიჯანის ელჩი, ფოლად ბულბულოღლი ამბობს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი უკვე მოსკოვშია და ქვეყნის დელეგაცია უკვე კრემლისკენ მიემართება.
რუსეთის დედაქალაქში სამმხრივი შეხვედრა ვლადიმერ პუტინის ინიციატივით გაიმართება. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები მთიან ყარაბაღზე მიღებული საზავო შეთანხმების განხორციელების გზებს და რეგიონის პრობლემის გადასაწყვეტად სამომავლო ნაბიჯებს განიხილავენ.