სომხეთის პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა 49 აქტივისტი დააკავეს
სომხეთის პოლიციის ცნობით, ადგილობრივი დროით 13:00 საათის მონაცემებით, სამართალდამცველებმა 49 აქტივისტი დააკავეს.
მათი ნაწილი რესპუბლიკის მოედნიდან და არცახის ქუჩიდან აიყვანეს. სამართალდამცავები მეგაფონით მოუწოდებენ მომიტინგეებს დაიშალონ, რადგან აქცია უკანონოა.
შეგახსენებთ, რომ არცახის ქუჩაზე მანამდე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
სამართალდამცველებმა გამოიყენეს ხმოვანი ყუმბარა. ამის შემდეგ პოლიციამ აქციის ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი და კიდევ ორი დეპუტატი აიყავანეს.