სომხეთის პარლამენტში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
სომხეთის პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატის სიტყვით გამოსვლას ჩხუბი მოყვა. სიტუაცია მმართველ „სამოქალაქო შეთანხმებასა“ და ოპოზიციას შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციური ბლოკის, „სომხეთის“ დეპუტატმა, არტურ სარქისიანმა ტრიბუნიდან ისურვა, თვალებში ჩაეხედა მოსამართლე არმენ დანელიანისა და მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის.
აღსანიშნავია, რომ მოსამართლე არმენ დანელიანმა ადრე არტურ სარქისიანის დაკავების განაჩენი გამოიტანა, რომელიც შემდეგ ზედა ინსტანციამ გააბათილა.
დეპუტატის ამ რეპლიკას ხელჩართული დაპირისპირება მოყვა, რის გამოც სხდომაზე 20-წუთიანი შესვენება გამოცხადდა.