სომხეთის პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

სომხეთის პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

პარლამენტარებმა ერთმანეთის მიმართულებით ბოთლებიც ისროლეს.

ინციდენტის მიზეზი გახდა მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ დეპუტატის ჰაიკ სარქისიანის სიტყვით გამოსვლა, რომელმაც თავდაცვის ყოფილ მინისტრ სეირან ოჰანიანს „სამშობლოს მოღალატე“ უწოდა, რასაც სარქისიანის მიმართულებით წყლით სავსე ბოთლის სროლა და ჩხუბი მოჰყვა.