სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ [ვიდეო]
სომხეთის პარლამენტში ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. სხდომას მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
დაპირისპირება ოპოზიციური ფრაქცია „ნათელი სომხეთის“ ლიდერ ედმონ მაკურიანის მოწოდებამ გამოიწვია, რომელმაც კოლეგებს ტრიბუნიდან მოუწოდა, შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ ოპონენტებისთვის. რასაც მასსა და მმართველი პარტია „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატ სასუნ მიკაელიანს შორის შეკამათება მოჰყვა.
სიტყვიერი დაპირისპირება კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაშიც სხვა დეპუტატებიც ჩაერთვნენ.
სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.