სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა
სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტმა, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის საკითხის განსახილველად დღეს ჩანიშნულ სპეციალურ სხდომაზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.
ფაშინიანის კანდიდატურას მხარი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა, სამი წინააღმდეგი იყო, ხოლო 75-მა კენჭყისყრის პროცესში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. საკითხის განხილვაში არ ჩართულან საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, „აყვავებული სომხეთისა“ და „გაბრწყინებული სომხეთის“ წევრები.
ამრიგად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პროცედურა დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანო ერთ კვირაში კვლავ არ აირჩევს მთავრობის ხელმძღვანელს, პარლამენტი დაიშლება და ვადამდელი არჩევნები ოფიციალურად დაინიშნება.