სომხეთის პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ ნიკოლ ფაშინიანი 31 ოქტომბერს სოჭში სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს შეხვდება
სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი აცხადებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 31 ოქტომბერს სოჭში გაემგზავრება, სადაც სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, მიიღებს თუ არა ფაშინიანი მონაწილეობას სამმხრივ შეხვედრაში რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან, სიმონიანმა უპასუხა: „ვფიქრობ, რომ შეხვედრა შედგება“.
„ვიმედოვნებ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში ყველა ჩვენმა პარტნიორმა და მთავარმა მოკავშირემ საბოლოოდ გააცნობიერა, რომ სომხეთის ინტერესების ხაზი გაჩერდა. სომხეთს აღარ აქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას უკან“, – განაცხადა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, როდესაც მას ჰკითხეს, თუ რა შედეგებს ელოდება სოჭში დაგეგმილი შეხვედრიდან.