უკრაინელი სპეციალისტი ალექსანდრ პეტრაკოვი სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთა ლიგის მეოთხე ტურში სომხეთმა საკუთარ მოედანზე 0:2 წააგო ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან, – იტყობინება ადგილობრივი ფედერაციის პრესსამსახური.
პეტრაკოვი სომხეთის ნაკრებს 2023 წლის იანვრიდან ედგა სათავეში. 67 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა 18 მატჩი ჩაატარა, ოთხი მოიგო, ოთხი ფრედ დაასრულა და 10 წააგო.