ავთანდილ ასათიანი - სომხეთის ნაკრები ძლიერია, მაგრამ აუცილებლად უნდა დავამარცხოთ #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ-რაუნდზე სომხეთთან მოახლოებული თამაშის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა გააკეთა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს 15 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეში უმასპინძლებს.
„მხოლოდ ორი დღეა, რაც სრული შემადგენლობით ვვარჯიშობთ. პირველი მატჩი ყოველთვის რთულია და მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერი გვყავს, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს. საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი გვერდში დაგვიდგება.
აუცილებლად ერთად უნდა დავამარცხოთ სომხეთის ნაკრები, ამის შემდეგ კი, პორტუგალიასთან თამაშზე ვიფიქრებთ. ამ ფორმაციის ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი პირველია. ეს გამოწვევაა, რომლისთვისაც ბიჭები მზად არიან“, – აცხადებს საქართველოს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი.
მატჩების განრიგი
15 სექტემბერი,| 20:00
საქართველო-სომხეთი
21 სექტემბერი, 00:30
პორტუგალია-საქართველო
საქართველო-სომხეთის შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს Livestream.com საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არხზე შემოგთავაზებთ. თამაშზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-ზეა შესაძლებელი.