მარცხი მეორე ტურში - საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთთან წააგო #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის მეორე შეხვედრა სომხეთთან გამართა. სალომე ხუბულურის გუნდი მეტოქესთან სამბურთიანი სხვაობით დამარცხდა – 0:3.
ლუქსემბურგში მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს გოგონათა 17-წლამდე ნაკრები 10 ოქტომბერს, ჯგუფის ლიდერის, ბელარუსის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
10 ოქტომბერი. 21:00
საქართველო – ბელარუსი
გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის სასტარტო შეხვედრა ჯგუფის მასპინძელ ლუქსემბურგთანაც ანალოგიური ანგარიშით, 3:0 დათმო. ამით ფაქტობრივად, სალომე ხუბულურის გუნდი შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა.
ფორმატის თანახმად, B ლიგის ჯგუფების გამარჯვებული ნაკრებები და საუკეთესო მეორეადგილოსანი A ლიგაში გადაინაცვლებენ, საიდანაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავსლის შანსი ექნებათ.