სომხეთის ნაკრებმა მთავარი მწვრთნელი დაითხოვა #1TVSPORT

11:29, 14.10.2024

უკრაინელი სპეციალისტი ალექსანდრ პეტრაკოვი სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთა ლიგის მეოთხე ტურში სომხეთმა საკუთარ მოედანზე 0:2 წააგო ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან, – იტყობინება ადგილობრივი ფედერაციის პრესსამსახური.

პეტრაკოვი სომხეთის ნაკრებს 2023 წლის იანვრიდან ედგა სათავეში. 67 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა 18 მატჩი ჩაატარა, ოთხი მოიგო, ოთხი ფრედ დაასრულა და 10 წააგო.

მსგავსი