სომხეთის ფუტსალის ნაკრები თბილისშია - მეტოქე ექვსი ლეგიონერით გვეთამაშება
სომხეთის ფუტსალის ნაკრები თბილისშია - მეტოქე ექვსი ლეგიონერით გვეთამაშება

სომხეთის ფუტსალის ეროვნული გუნდი თბილისშია და საქართველოს ნაკრებთან ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ჯგუფის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის ემზადება. 

შესარჩევი მატჩისთვის სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ნაზარეტიანმა ფეხბურთელთა სიაში შემდეგი მოთამაშეები შეიყვანა:

სარო გალსტიანი, გარეგინ მაშუმიანი (ორივე – ლეო, სომხეთი), ვლადიმერ სანოსიანი, ნიკიტა ხორმიხი (ორივე – სამარას დინამო, რუსეთი), ლუან მიულერ ბარბოზა (ფუნდაო, პორტუგალია), რობერტ ბოიარკინი (როსტოვი, რუსეთი), კელსონი (ატირაუ, ყაზახეთი), ვიქტორ დე სოუზა – (ლუბავა, პოლონეთი), დენის ნევედროვი – (ტიუმენი, რუსეთი), ჰამლეტ მანუკიანი (სიბირიაკი, რუსეთი), სარგის მარგარიანი (ბორისოვი-900 ბელორუსია), ვლადიმერ სანოსიანი – (სამარას დინამო, რუსეთი), არტურ მელქონიანი (სტოლიცა, ბელორუსია), დავით ასლანიანი (გომელი, ბელორუსი), რაფიკ ბაღდასარიანი (სიგმა, რუსეთი)

სომხეთის ნაკრებს ჰყავდა ნატურალიზებული ფეხბურთელები, ახლა კი მათი რაოდენოდა ექვსამდე გაიზარდა. სამი მათგანი რუსია – ნიკიტა ხორმიხი სამარას „დინამოდან“, რობერტ ბოიარკინი „როსტოვიდან“ და დენის ნევედროვიტიუმენიდან“. სამი კი ბრაზილიელია – ლუან მიულერ ბარბოზა (ფუნდაო, პორტუგალია), კელსონი (ატირაუ, ყაზახეთი) და ვიქტორ დე სოუზა.

სომხეთის ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ჯგუფში უკვე ორი მატჩი ჩაატარა – რუსეთთან 0:6 წააგო, ხოლო ერევანში საფრანგეთთან 4:4 დაასრულა. საქართველომ კი პარიზში საფრანგეთთან 4:4-ის შემდგე შინ რუსეთთან ქულის მოპოვება ვერ მოახერხა და 0:4 დამარცხდა, მაგრამ ბურთების სხვაობით საქართველო სომხეთზე წინ არის. ამდენად, ამ ორ მატჩში 5 (თბილისში) და 10 მარტს (ერევანში) ბევრი რამ გაირკვევა.

5 მარტს საქართველო-სომხეთის შეხვედრა თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. ეპიდმდგომარეობის გამო, მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 18:15 საათიდან შემოგთავაზებთ.