სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, სომხეთში ყარაბაღიდან 76 407 ადამიანი შევიდა
სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, სომხეთში ყარაბაღიდან 76 407 ადამიანი შევიდა

სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, სომხეთში მთიანი ყარაბაღიდან 76 407 ადამიანი და 15 914 მანქანა შევიდა.

სომხეთის მთავრობა იუწყება, რომ ყველას, ვისაც არ აქვს წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი, მთავრობა უზრუნველყოფს შესაბამისი საცხოვრებლით.

„ყარაბაღიდან იძულებით დევნილთა რეგისტრაცია გრძელდება, რათა მათ მიიღონ საჭირო დახმარება“, – ნათქვამია მთავრობის პრესრელიზში.