სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის საზღვრები იანვრამდე ჩაკეტილი იქნება
სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის საზღვრები იანვრამდე ჩაკეტილი იქნება

კორონავიურუსის გამო სომხეთის საზღვრები იანვრამდე ჩაკეტილი იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ დღეს მიიღო.

კარანტინის რეჟმი სომხეთში დღეიდან ამოქმედდება და 11 იანვრამდე იქნება ძალაში. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც სომხეთში ბინადრობის უფლება ან დიპლომატიური პასპორტი აქვს. გამონაკლსი დაშვებული იქნება სატვირთოების მძღოლებისა და ახლო ნათესავების დაკრძალვაზე მიმავალი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც.

კარანტინის პერიოდში აკრძალული იქნება 60 კაცზე მეტის შეკრება. შეზღდვა საახალწლო ღონისძიებებსაც შეეხება. დახურულ სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.

სომხეთში კარანტინის რეჟიმი გამოცხადება გადაწყდა, რადგან საგანაგებო მდომარეობის რეჟიმის ვადა 14 სექტემბერს იწურებოდა.