სომხეთის მთავრობის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს
სომხეთის მთავრობის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

სომხური მედიის ინფორმაციით, ბელარუსული მხარის ინიციატივით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიდერებმა განიხილეს 23 ნოემბერს მინსკში, ოდკბ-ის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. ფაშინიანმა ბელარუსის პრეზიდენტს აცნობა, რომ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს და იმედი გამოთქვა, რომ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ პარტნიორები ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდებიან.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შესახებ კრემლში განაცხადეს, რომ სინანულს გამოხატავენ, რადგან ასეთი შეხვედრები აზრების გაცვლის ძალიან კარგი შესაძლებლობაა.