სომხეთის მმართველი პარტიის წევრი გურგენ არსენიანი - სომხეთში რუსი სამხედროების ყოფნა მარადიული არ არის
სომხეთში რუსი სამხედროების ყოფნა მარადიული არ არის, რუსი სამხედროების გარეშე კი სომხეთი თურქეთს საფრთხეს არ შეუქმნის და მისთვის მხოლოდ მეზობელი გახდება, – ამის შესახებ სომეხმა დეპუტატმა, მმართველი პარტიის, „სამოქალაქო ხელშეკრულების“ წევრმა, გურგენ არსენიანმა განაცხადა.
„რუსეთის სამხედრო ყოფნა სომხეთში არის სახელმწიფოებრიობის შექმნის პირველი წლების ცივილიზაციური შეხედულებების შედეგი. სომხეთში რუსული სამხედრო ყოფნა მარადიული არ არის. სომხეთი მეზობლებთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე მიდის კეთილმეზობლური ურთიერთობების პლატფორმის შესაქმნელად, რათა უზრუნველყოს შესაძლო შემდგომი განვითარება. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის პროგრამა“, – თქვა გურგენ არსენიანმა.
სომეხი დეპუტატის განცხადებით, ახალი პოლიტიკის შედეგად, რუსეთის სამხედრო ყოფნა, როგორც უსაფრთხოების გარანტი, რაღაც მომენტში „უმნიშვნელო გახდება“.