სომხეთის ხელისუფლების ინფორმაციით, აზერბაიჯანის მიერ დაბომბვების შედეგად სომხეთის ტერიტორიაზე სკოლები დაზიანდა
სომხეთის ხელისუფლების ინფორმაციით, აზერბაიჯანის მიერ დაბომბვების შედეგად სომხეთის ტერიტორიაზე სკოლები დაზიანდა. სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის ტერიტორიაზე უპილოტო თვითმფრინავებით მიიტანა იერიშები.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამის განმავლობაში საარტილერიო ბრძოლა ფრონტის ხაზის ცალკეულ უბნებზე მიმდინარეობდა. ერევანში ამბობენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევით, აზერბაიჯანის არმიამ საარტილერიო დაბომბვა ჩრდილოეთის და სამხრეთის მიმართულებებზე განაახლა.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ ცეცხლი დასახლებული პუნქტების მიმართულებით გახსნა და სამოქალაქო ობიექტები დაბომბა.