სომხეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხურ პოზიციაზე მომუშავე სამშენებლო ტექნიკას ცეცხლი გაუხსნეს, ბრალდებას უარყოფს აზერბაიჯანი
სომხეთის ხელისუფლების ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხურ პოზიციაზე მომუშავე სამშენებლო ტექნიკას ცეცხლი გაუხსნეს.
ერევანში აცხადებენ, რომ ტექნიკის დახმარებით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულ სომხურ სამხედრო პოზიციებზე გამაგრებითი სამუშაოები ტარდებოდა, დაბომბვის შედეგად კი ტექნიკა დაზიანდა.
სომხეთის ხელისუფლება დაზიანებული ტექნიკის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.
სომხეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აზერბაიჯანის ხელისუფლება უარყოფს. „ეს არის სომხური მხარის მორიგი პროვოკაციული დეზინფორმაცია“, – აცხადებენ ბაქოში.