სომხეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გეგმავს
სომხეთის ხელისუფლება კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, 16 მარტს შემოღებული საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გეგმავს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სომხეთში შეზღუდვები ამჟამად 13 ივლისამდეა ძალაში.
სომხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 330 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა რვა პაციენტი. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული მონაცემებით, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 28 936 შემთხვევა ფიქსირდება, კორონავირუსისგან გარდაიცვალა 650 ადამიანი.
ბოლო დღე-ღამეში 162-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. სომხეთში კორონავირუსისგან 16 302 ადამიანი განიკურნა.