სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანი კი ქელბაჯარისა და თოვუზის მიმართულებებზე სომხეთს ცეცხლის გახსნაში სდებს ბრალს
სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფებს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.
როგორც სომხური მედია იტყობინება, მათ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სომხური საბრძოლო პოზიციების მიმართულებით ნაღმტყორცნებით და მსხვილკალიბრიანი იარაღით გახსნეს ცეცხლი. ერევანში აცხადებენ, რომ ქვეყნის სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.
პარალელურად, აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დატრდნობით წერს, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქელბაჯარისა და თოვუზის მიმართულებებზე ცეცხლი გაუხსნა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს. განცხადების თანახმად, აღნიშნულ მიმართულებებზე დისლოცირებულმა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს.