სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი - კვლავ ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევები, რაც ნიშნავს, რომ მოსალოდნელია კორონავირუსის ახალი აფეთქება
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში, ყოველდღიური ჰოსპიტალიზაციის კუთხით, მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. მინისტრის თქმით, სომხეთში ამ დროისთვის 391 კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 59 პაციენტი კი, კრიტიკულია. მისივე ინფორმაციით, 15 პაციენტი ამ დრომდე ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, არსებობს სახიფათო ტენდენცია, რომ კვლავ ფიქსირდება ახალი შემთხვევები სხვადახვა დაწესებულებაში.
„გამოცდილება აჩვენებს, რომ ამის შემდეგ მოსალოდნელია ახალი აფეთქება. ფაქტობრივად, ახლა ასეთი სცენარი შესაძლებელია, ამიტომ წესების დაცვა აუცილებელია“, – განაცხადა არსენ ტოროსიანმა.