სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ნიკოლ ფაშინიანის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხზე ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს მიმართა
სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხზე ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს მიმართა.
როგორც სომხური მედია წერს, ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე სომხეთის გენერალურმა პროკურორმა, ანა ვარდაპეტიანმა განაცახდა.
„განცხადებაში იყო განსაზღვრული დოკუმენტები, მთ შორის საკუთრების შესახებ მტკიცებულებების ასლები, რომელთა ავთენტურობის შემოწმებაა აუცილებელი. ჩვენ მივმართეთ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს თხოვნით, წარგვიდგინოს სათანადო ოპერატიული შემოწმების შედეგები, რათა განხილულ იქნეს საკითხი, დაიწყოს თუ არა საქმის წარმოება“, – განაცხადა ვარდაპეტიანმა.
შეგახსენებთ, მანამდე აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემის პროცესის დაწყების გამო ადვოკატმა არა ზოგრაბიანმა და თადარიგის პოლკოვნიკმა, აიკ ნაგაპეტიანმა სომხეთის გენერალურ პროკურატურას ნიკოლ ფაშინიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით მიმართეს.