სომხეთის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში კორონავირუსის 49 შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში კორონავირუსის 49 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთის ნუბარაშენის ფსიქიატრიულ კლინიკაში კორონავირუსის 49 შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა შორის ცხრა პაციენტი და 40 პერსონალია. ინფორმაციას სააგენტო „ნიუს ამი“ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანზე, ალინა ნიკოგოსიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივნის ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკაში კორონავირუსზე 307 ტესტი ჩატარდა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პაციენტებს სიმპტომები არ აღენიშნებათ. ისინი მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.