სომხეთის ექსპრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ძმას ქვეყნის ტერიტორიის დატოვება აუკრძალეს
სომხეთის ექსპრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ძმას ქვეყნის ტერიტორიის დატოვება აუკრძალეს. ლევონ სარგსიანს, მის შვილ ნარეკს და ქალიშვილ ანის უკანონო გზით გამდიდრებასა და დეკლარაციებში არასწორი ინფორმაციის მითითებაში სდებენ ბრალს.
როგორც სომხეთის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრში განაცხადეს, ყოფილი პრეზიდენტის ძმისა და შვილების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად მათ სომხეთის ტერიტორიიდან გასვლა აუკრძალა.
ამასთან, ლევონ სარგსიანი 1998 წლიდან რამდენიმე არაბულ სახელმწიფოში ელჩად მუშაობდა, 2010 წლიდან კი ის საგანგებო დავალებათა ელჩია.