სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ ხუთი კოვიდინფიცირებული ​კი სხვა მიზეზებით დაიღუპა
სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ ხუთი კოვიდინფიცირებული ​კი სხვა მიზეზებით დაიღუპა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ ხუთი კოვიდინფიცირებული კი „სხვა მიზეზებით“ დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი გამოუვლინდა კიდევ 373 ადამიანს.

ბოლო მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში გამოვლენილია კორონავირუსის 7774 შემთხვევა. 3255 ადამიანი განიკურნა.​ მკურნალობას განაგრძობს 4377 პაციენტი.

27 მაისის ოფიციალური მონაცემებით, „კოვიდ-19“-ით სომხეთში საერთო ჯამში 98 პაციენტი გარდაიცვალა. „სხვა მიზეზებით“ გარდაცვლილი კოვიდინფიცირებულების რიცხვი კი 44-ია.