სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ ხუთი კოვიდინფიცირებული კი სხვა მიზეზებით დაიღუპა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ ხუთი კოვიდინფიცირებული კი „სხვა მიზეზებით“ დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი გამოუვლინდა კიდევ 373 ადამიანს.
ბოლო მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში გამოვლენილია კორონავირუსის 7774 შემთხვევა. 3255 ადამიანი განიკურნა. მკურნალობას განაგრძობს 4377 პაციენტი.
27 მაისის ოფიციალური მონაცემებით, „კოვიდ-19“-ით სომხეთში საერთო ჯამში 98 პაციენტი გარდაიცვალა. „სხვა მიზეზებით“ გარდაცვლილი კოვიდინფიცირებულების რიცხვი კი 44-ია.