სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრა მომავალ კვირაშიც გაიმართება
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, სირთულეების მიუხედავად, ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო შეთანხმების პროცესი წინ მიიწევს. ამის შესახებ პუტინმა, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე ისაუბრა.
„ჩემი აზრით, მიუხედავად სირთულეებისა და პრობლემებისა, რომლებიც საკმარისადაა, სიტუაცია მაინც მიდის შეთანხმებისკენ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრა მომავალ კვირასაც გაიმართება, რათა მოგვარდეს გადაუჭრელი საკითხები.
რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა სამმხრივ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სატრანსპორტო კავშირების შესახებ.
„ჯერ კიდევ არის გადაუჭრელი კითხვები, მაგრამ, ჩემი აზრით, და ჩვენ განვიხილეთ ეს აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან, ტექნიკური ხასიათისაა“, – განაცხადა პუტინმა.