სომხეთის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელი - სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, აზერბაიჯანელი სამხედროები სომხეთის ტერიტორიაზე 7,5 კილომეტრის სიღრმეში შეიჭრნენ
სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, აზერბაიჯანელი სამხედროები სომხეთის ტერიტორიაზე 7,5 კილომეტრის სიღრმეში შეიჭრნენ, ფრონტის ხაზი კი 8,5 კილომეტრზეა გაშლილი. ამის შესახებ სომხეთის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელმა, ედუარდ ასრიანმა, 30 ქვეყნის ელჩებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანის არმიის დანაყოფი ქალაქ ჯერმუკიდან 4,5 კილომეტრში იმყოფება.
სომხეთის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების დაწყებამდე მოწინააღმდეგე ჯერმუკიდან 11-12 კილომეტრში იყო.