სომხეთის ამერიკულმა ასამბლეამ აშშ-ს მოუწოდა, უარი უთხრას თურქეთს „F-16“ტიპის ავიაგამანდგურებლების შეძენაზე
სომხეთის ამერიკულმა ასამბლეამ აშშ-ს მოუწოდა, უარი უთხრას თურქეთს „F-16“ტიპის ავიაგამანდგურებლების შეძენაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
ასამბლეის განცხადებით, 40 ერთეული „F-16“ ტიპის ავიაგამანდგურებლების შეძენაზე აშშ-ის კონგრესმა თურქეთს უარი უნდა უთხრას, რადგან ასეთი ტიპის თვითმფრინავები გასულ წელს 44-დღიანი სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დროს აზერბაიჯანულმა მხარემ გამოიყენა.
რამდენიმე მილიარდიანი შეთანხმება, რომელიც თურქეთის მიერ ამერიკული წარმოების ავიაგამანდგურებლების შეძენას ითვალისწინებს, განხილვის პროცესშია და მის განსახორციელებლად აშშ-ის კონგრესის და სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობაა საჭირო.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის მიერ რუსული წარმოების „S-400“ ტიპის რაკეტების შეძენის შემდეგ აშშ-მა ანკარას 100 ერთეული „F-35“ ტიპის ავიაგამანდგურებლების შეძენაზე განუცხადა უარი.