სომხეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ სპეციალური ოპერაციების ძალების წვრთნებს უმასპინძლებს
სომხეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ სპეციალური ოპერაციების ძალების წვრთნებს სახელწოდებით „ქუხილი-2021“-ს უმასპინძლებს.
დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით 1-3 ივნისს ქალაქ ერევანში, ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ პრაქტიკული წვრთნები ორ ეტაპად ჩაივლის, რომლის დროსაც გამოყენებული იქნება ჯავშანტექნიკა, სპეციალური ავტოტრანსპორტი, ავიაცია და უპილოტო საფრენი აპარატები.