სომხეთი და აზერბაიჯანი ორი ქვეყნის სასაზღვრო რაიონებში ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ
სომხეთი და აზერბაიჯანი ორი ქვეყნის სასაზღვრო რაიონებში ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ორი ქვეყნის სასაზღვრო რაიონებში ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. როგორც ერევანში აცხადებენ, 16 აგვიტოს ღამით, აზერბაიჯანულმა მხარემ გეღარქუნიკის რაიონის რამდენიმე სოფლის მიმართულებით გახსნა ცეცხლი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სროლის შედეგად შედეგად დაიღუპა ერთ ჯარისკაცი.

აზერბაიჯანში ერევნის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის პოზიციებს ნახიჩევანის, ქელბაჯარის და გადაბეის რაიონებში. მათივე ცნობით, სროლის შედეგად მსხვერპლი არ არის.