სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი, შუშან სტეპანიანი წერს, რომ კონფლიქტის ზონაში ღამის განმავლობაში შეტაკებები ისევ მიმდინარეობდა.
სტეპანიანის თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ღამის განმავლობაში მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებს მართუნის, შუშას, ასევე ქარინ თაკის სოფლების მიმართულებით ახორციელებდნენ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, სომხეთის შეიარაღებული ძალები თოვუზის, გადაბეის და გუბადლის რაიონებში აზერბაიჯანის თავდაცვის ძალების პოზიციების მიმართულებით საარტილერიო თავდასხმებს ახორციელებდნენ.