სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ერასხის მონაკვეთზე, აზერბაიჯანის მხრიდან სნაიპერული გასროლის შედეგად ერთი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა.
გარდა ამისა, თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ პროვოკაციული ქმედება განახორციელა და პოზიციური შეტევა სცადა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სიუნიქის მონაკვეთზეც. სამინისტროს განმარტებით, სომხურმა მხარემ შესაბამისი ზომები მიიღო, რის შედეგადაც მოწინააღმდეგემ დანაკარგები განიცადა.
თავის მხრივ, სომხეთის მიერ აზერბაიჯანული სამხედრო პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ბასარკეჩიარსკის რაიონის სოფელ ზერქენდში განლაგებულმა სომხეთის შეიარაღებული ძალებმა, ცეცხლი გახსნეს ქელბაჯარის რაიონის სოფელ იუჰარ აირიმში განთავსებული აზერბაიჯანული არმიის პოზიციების მიმართულებით. გარდა ამისა, სამინისტროს განცდხადებით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანის პოზიციები დაცხრილა ქალაქ შუშას მიდამოებში, სადაც დროებით რუსი ჯარისკაცები არიან განლაგებულნი. თვადაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხურმა მხარემ მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ნახიჩევანის ავტნომიური რესპუბლიკის სადარაქსკის რაიონში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციებიც დაცხრილეს, რასაც აზერბაიჯანის მხრიდან საპასუხო ცეცხლის გახსნა მოჰყვა. მათი განმარტებით, აზერბაიჯანულმა მხარეს მსხვერპლი არ არის, ხოლო ადგილზე არსებულ ოპერატიულ ვითრებას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.