სომხეთი აზერბაიჯანის არმიას სამოქალაქო დასახლებების დაბომბვაში ადანაშაულებს
სომხური მხარე აზერბაიჯანის არმიას სამოქალაქო დასახლებების დაბომბვაში ადანაშაულებს.
სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია და ქალაქ მარტუნის წინააღმდეგ სამხედრო ავიაცია გამოიყენა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ქვეყნის არმია ჰუმანიტარული ზავის პირობებს მკაცრად იცავს და ზავის დარღვევაზე აზერბაიჯანის ბრალდებები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დაცვის შესახებ განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშიანიანმაც. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ადგილობრივი პროვოკაციების მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი საერთო ჯამში დაცულია.