სომეხთა სამოციქულო ეკლესია 6 იანვარს შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის კალენდრით, შობის ბრწყინვალე დღესასწაული იწყება 5 იანვარს საღამოს და შუაღამის შემდეგ გრძელდება.
წმინდა დღესასწაულის აღსანიშნავად, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში აღევლინება „ჭრაგალუიცისა“ და ნათლისღების საღმრთო ლიტურგია.
6 იანვარს, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია 11:00 საათზე თბილისის „სურბ გევორგის“ მთავარ საკათედრო ტაძარში დაიწყება. ლიტურგიის შემდეგ წყლის კურთხევა შესრულდება.
თბილისის „სურბ გევორგის“ მთავარ საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი აღავლენს.