სომალის დედაქალაქ მოგადიშოში დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.
პოლიციის ცნობით, დანაღმული ავტომობილი პრეზიდენტის სასახლის საგუშაგოს სიახლოვეს მდებარე რესტორანთან აფეთქდა.
ჯერ უცნობია, თუ რა იყო თავდასხმის სამიზნე. სამართალდამცველების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას დასუფთავების აქცია მიმდინარეობდა, რომელშიც მოხალისე მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რეგიონში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ალ-შაბააბმა“ აიღო.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს მოგადიშოში მომხდარი უკვე მეორე ანალოგიური აფეთქებაა. გასულ ხუთშაბათს დანაღმული მანქანის აფეთქებას სომალის დედაქალაქში 25 ადამიანი ემსხვერპლა.