სომალიში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა
სომალის დედაქალაქ მოგადიშუში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ავტომობილი პორტში მდებარე ხალხმრავალ რესტორანს დაეჯახა.
ვრცელდება ინფორმაცია 30-მდე დაშავებულის შესახებ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ სამხედრო დაჯგუფებას ან ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.
სომალიში აქტიურად მოქმედებს „ალ-ყაიდასთან“ დაკავშირებული ადგილობრივი დაჯგუფება „ალ-შაბააბი“, რომელმაც ქვეყანაში არაერთი თავდასხმა განახორციელა.