სომალიში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 32 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, სანაპიროზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 32 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 63 დაიჭრა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ თავდასხმის უკან ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბააბი“ დგას.
მიუხედავად იმისა, რომ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია, მედია აღნიშნავს, რომ მათ წარსულში მსგავსი თავდასხმა განუხორციელებიათ, მათ შორის 2022 წელს, როდესაც დანაღმული მანქანა ააფეთქეს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა, ხოლო სამი უშიშროების ძალებმა მოკლეს. ამასთან, ერთი თავმდამსხმელი ტყვედ ჩაბარდა.
დაჯგუფება „ალ-შაბააბი“ ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ქაედასთან“ არის დაკავშირებული და წლებია, სომალის ხელისუფლების დასამხობად იბრძვის.