სომალიში აფეთქების შედეგად სამი სამხედრო დაიღუპა, დაშავებულია 14 მოქალაქე
სომალიში აფეთქების შედეგად სამი სამხედრო დაიღუპა და 14 მოქალაქე დაშავდა. მათ შორის ექვსი მცირეწლოვანია. დანაღმული ავტომობილი ჰოვლვადაგის პროვინციის მთავრობის შენობასთან აფეთქდა. შედეგად შენობა განადგურებულია. ასევე დაზიანდა ახლომდებარე სკოლა, რამდენიმე სახლი, ხოლო მეჩეთში ჭერი ჩამოინგრა.
როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, დანაღმული ავტომობილით თვითმკვლელი ტერორისტი მოძრაობა, რომელიც მანქანით ადგილობრივი მთავრობის ადმინისტრაციის შენობას დაეჯახა.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთი დაჯგუფებას არ აუღია.