სომალიში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია
სომალიში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია. დაშავდა 14 ადამიანი, მათ შორის ექვსი მცირეწლოვანი. დანაღმული ავტომობილი ჰოვლვადაგის პროვინციის მთავრობის შენობასთან აფეთქდა. შედეგად შენობა განადგურებულია. ასევე დაზიანდა ახლომდებარე სკოლა, რამდენიმე სახლი, ხოლო მეჩეთში ჭერი ჩამოინგრა.
როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, დანაღმული ავტომობილით თვითმკვლელი ტერორისტი მოძრაობა, რომელიც მანქანით ადგილობრივი მთავრობის ადმინისტრაციის შენობას დაეჯახა. მოგადიშუში მოწყობილ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ალ-შაბააბმა“ აიღო.