სომალის დედაქალაქში აფეთქების შედეგად სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა
სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, ერთ-ერთ ჩაის მაღაზიაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ათობით პირი.
აფეთქება ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-შაბაბის“ თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.
„ტერორისტი მაღაზიას თავს იმ დროს დაესხა, როდესაც ხალხით იყო გადატვირთული. აფეთქება განახორციელა ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებულმა დაჯგუფებამ „ალ-შაბაბმა“, რომელიც სომალის ხელისუფლების დამხობისთვის იბრძვის“, – ნათქვამია ქვეყნის ინფორმაციის, კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს განცხადებაში.
მომხდარზე პასუხისმგებლობა „ალ-შაბაბმა“ უკვე აიღო.