სოლოლაკში, ოქროყანის აღმართის N7-ის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა. სკვერი ბაზალტისა და კაუჩუკის ფილებით მოპირკეთდა.
განახლდა და სამღებრო სამუშაოები ჩაუტარდა არსებულ ინფრასტრუქტურას – საბავშვო ატრაქციონს, ფანჩატურს, ლამპიონებს, სკამებსა და ურნებს.
სკვერში შეკეთდა ლითონის ღობე და მოეწყო გამწვანების თარგი, სადაც მწვანე ნარგავები გაშენდება.