სოხუმში, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ოპოზიციის ათასამდე მომხრეა შეკრებილი და „სასამართლოს“ გადაწყვეტილებას აღნიშნავს
სოხუმში, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ოპოზიციის ათასამდე მომხრეა შეკრებილი. რუსული მედიის ცნობით, ისინი ერთმანეთს „საკასაციო ინსტანციის სასამართლოს“ გადაწყვეტილებას ულოცავენ, რომელმაც ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.
„მოსამართლეებმა დღეს სიმამაცე გამოავლინეს. მათ აჩვენეს მთელ მსოფლიოს, რომ აფხაზეთში შესაძლებელია სამართლიანი გადაწყვეტილებების გამოტანა. მადლობა თქვენ ამისთვის, ეს თქვენი დამსახურებაა. თუ ერთიანი ვიქნებით, აფხაზეთში ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, „ოპოზიციონერმა“ ალხას კვიცინიამ.
სწორედ კვიცინიამ გაასაჩივრა „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგებთან დაკავშირებით „პირველი ინსტანციის სასამართლოს“ გადაწყვეტილება „საკასაციო სასამართლოში“.
ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.